“ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის ტვინის გამორეცხვას დაქვემდებარებული კაი მოზრდილი ფენა, რომელიც იოლად მანიპულირებადია ხელოვნურად ემოციური მესიჯ-ბოქსებით” – თედო ისაკაძე

“ვინც ასეთ პროვოკაციებს გეგმავს სხვადასხვა პოლიტ თუ PR ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინც ხელოვნური და დემაგოგიური მეთოდებით აკოწიწებს სიმულიაკრებს, ეს ფენა საშიში არაა, ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი ეს ძალად კონტრელიტა იოლად გაშიფრვადია”,- ამის შესახებ ფილოლოგი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის ტვინის გამორეცხვას დაქვემდებარებული კაი მოზრდილი ფენა, რომელიც იოლად მანიპულირებადია ხელოვნურად ემოციური მესიჯ-ბოქსებით” .

“ვინც ასეთ პროვოკაციებს გეგმავს სხვადასხვა პოლიტ თუ PR ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინც ხელოვნური და დემაგოგიური მეთოდებით აკოწიწებს სიმულიაკრებს, ეს ფენა საშიში არაა, ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი ეს ძალად კონტრელიტა იოლად გაშიფრვადია.

ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის ტვინის გამორეცხვას დაქვემდებარებული კაი მოზრდილი ფენა, რომელიც იოლად მანიპულირებადია ხელოვნურად ემოციური მესიჯ-ბოქსებით.

ეს ის ფენაა, ვისაც ისე იოლად მოუთავსებ ზედმეტ და დემაგოგიურ რგოლს ფორმალური ლოგიკის ჩაჭვში, რომ წანამძღვარსა და დასკვნას შორის კავშირი უკანშეუქცევადად დაირღვევა.

ეს ის ფენაა, ვისი შუბლის კარიც გეგმაზომიერად მიგმანა პოლიტიზირებულმა მედიამ და ბენდუქიძიანიზმით განადგურებულმა განათლების სისტემამ, ძნელად თუ გაიღება საიმისოდ, რომ ელემენტარული ლოგიკა და საღი აზრი შელაგდეს მათ სუფთა ზალაში”, – წერს ისაკაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები