დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება

“მეტი თანაგრძნობა გვმართებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული მართებთ.

„სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ, ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ქრისტემ შეირიგა ქვეყანა, ადამიანს არ შეურაცხა მათი ცოდვები და შერიგების სიტყვა დაგვიტოვა. ამიტომ გვმართებს მეტი თანაგრძნობა”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები