ინდოეთში მეხის დაცემას 50-მდე ადამიანი შეეწირა

ინდოეთში, უტარ-პრადეშისა და რაჯასტანის შტატებში მეხის დაცემას 49 ადამიანი შეეწირა.

Times of India-ს ინფორმაციით, უტარ-პრადეშში 30, ხოლო რაჯასტანში 19 ადამიანი დაიღუპა.

აღინიშნება, რომ 11 ადამიანი ქალაქ ჯაიპურში, XII საუკუნის ციხის სათვალთვალო კოშკის თავზე ფოტოების გადაღების დროს დაიღუპა, როდესაც მათ მეხი დაეცათ.

მომხდარს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და თქვა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები