სლოვენიაში რეფერენდუმზე უარი თქვეს კანონის მიღებაზე, რომელიც სანაპირო ზოლზე კერძო მშენებლობის საშუალებას იძლეოდა
სლოვენიელების უმრავლესობამ რეფერენდუმზე მთავრობას უარი უთხრა წყლის რესურსების დაცვის კანონის მიღებაზე, რომელიც სანაპირო ზოლზე მიწების პრივატიზირების შესაძლებლობა იძლეოდა.
ამის შესახებ DPA წერს.
რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 44%-მა მიიღო, რაც მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე მისული ადამიანების 86%-მა კანონს უარი უთხრა.
რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ მოხდა, რაც მოქალაქეთა ჯგუფმა და ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა 50 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
კანონი სლოვენიაში მარტში იქნა მიღებული, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრის მთავრობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი.
დოკუმენტი მოიცავს დებულებებს, რომელიც ინვესტორებსა და მდიდარ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მიწის შეძენისა და მათი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების.
სლოვენიის მთავრობა აცხადებდა, რომ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავდა ტბებისა და მდინარეების დაცვის გაუმჯობესებას, წყალდიდობებისგან დაცვასა და სამშენებლო ნორმების გამკაცრებას.
2016 წელს სლოვენიამ შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რათა წყალზე წვდომა ყველა მოქალაქისთვის ფუნდამენტური უფლება ყოფილიყო და მისი კომერციალიზაცია დამთავრებულიყო.