ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერის გადადგომის საკითხს მხოლოდ ოპოზიცია სვამს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი 5-6 ივლისის მოვლენების აფასებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია აღნიშნულ მოვლენებსა და ადამიანის გარდაცვალებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრის გადადგომის საკითხს მხოლოდ ოპოზიცია აყენებს.

„ამ საკითხს სვამს მხოლოდ ოპოზიცია. ოპოზიცია ტრაგედიას, ადამიანის სიკვდილს, რომელიც იმ მოვლენებთან პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული, იყენებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან ცუდია, როდესაც მედია იცავს არა მედიაინტერესს, არამედ პოლიტიკოსის ინტერესს, რომელსაც უნდა, აქცია გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსასვლელად. მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ პარლამენტში უნდა მოვიდეს, ამაზე ჩვენც გვქონდა განცხადება, ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოსმენაზე იქნება დაბარებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები