პრემიერი – ოპერატორის გარდაცვალებაზე: დანიშნულია ექსპერტიზა და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში ამომწურავი პასუხი გაეცემა

“დანიშნულია ექსპერტიზა, ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში ამომწურავი პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ,,ტვ პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

,,მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, მის კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანის გარდაცვალება, ესაა ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები, ამას გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის ჩართულობით, ასევე, ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი პასუხი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში ამომწურავი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა პრემიერმა.

5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ დილით ,,ტვ პირველის” დაშავებული ოპერატორი, რომელსაც აქციაზე სცემეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექპერტიზა სწავლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები