კუბაზე, საპროტესტო აქციების ფონზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ჰავანაში ჯარია შეყვანილი

კუბის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. აღნიშნულს წინ მმართველი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი უძღოდა, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად მოხდა.

დედაქალაქ ჰავანაში ჯარი და სპეცრაზმის დამატებითი ძალებია შეყვანილი.

ამასთანავე, ქვეყანაში მმართველი გუნდის მხარდამჭერი აქციებიც მიმდინარეობს. მანამდე, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, საპროტესტო აქციების ფონზე, მოუწოდა მთავრობის მომხრეებს, გამოვიდნენ ქუჩებში და წინააღმდეგობა გაუწიონ პროვოკაციებს, რომელთა უკან, მისი თქმით, ”კონტრრევოლუციური დაქირავებულები” დგანან.

მთავრობის მოწინააღმდეგეები თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა კუბის ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები