ლონდონში “ევრო-2020”-ის ფინალის დაწყებამდე არეულობა მოხდა – 49 ადამიანია დაკავებული, 19 ძალოვანი დაშავდა

ლონდონში, “უემბლის” სტადიონთან “ევრო-2020”-ის ფინალური თამაშის დაწყებამდე პოლიციასა და საფეხბურთო ქომაგებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა 49 ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 19 ძალოვანი

ინგლისისა და იტალიის ფეხბურთის ნაკრებებს შორის მატჩის დაწყებამდე გულშემატკივართა დიდი რაოდენობა შეიკრიბა ტრაფალგარის მოედანზე და   იქ  ბილეთების გარეშე მოხვედრას ცდილობდნენ. საპასუხოდ, პოლიციელები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.

გარდა ამისა, Reuters-ის ინფორმაციით, გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონისკენ მიემართებოდნენ, ხმამაღლა მღეროდნენ მატარებლებში, ასევე, პიროტექნიკას უშვებდნენ.

თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე, ქომაგთა ჯგუფი სტადიონზე ბილეთების გარეშე მაინც მოხვდა, ისინი ტერიტორიაზე ბოთლებს ისროდნენ.

თვითმხილველების თქმით, ძალოვანი უწყების რამდენიმე თანამშრომელი ძალადობის მსხვერპლიც გახდა.

ამის შემდეგ, სტადიონზე მაყურებლის შეშვება 20 წუთით დაგვიანდა.

რაც შეეხება თავად მატჩს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები