ვაქცინა, როგორც შვებულების საშვი –  ესპანეთში COVID-19-ის ახალმა ტალღამ იფეთქა

COVID-19-ის ახალი “დელტა” ვარიანტი ესპანეთის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას კვლავ ახორციელებს. მოკლეხნიანი ამოსუნთქვის შემდეგ დელ მარის საავადმყოფოში ისევ იძულებითი საკარანტინო ზომებია მიღებული.

კანარის კუნძულები და ვალენსია ხელისუფლებას კომენდანტის საათის დაბრუნებას სთხოვს რათა გაუმკლავდნენ დაინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას. ცენტრალური ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ვითარების გამძაფრება არ ღირს.

„არ არსებობს მიზეზი შვებულების გასაუქმებლად, მაგრამ არსებობს მიზეზი გამოვიჩინოთ სიფრთხილე. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ვაქცინაციაზე, ჩავიტაროთ აცრები რათა ვისიამოვნოთ არაჩვეულებრივი დასვენებით მომდევნო დღეებში“,- განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს მაიამ.

საფრანგეთში საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მათ ვისაც ესპანეთში სურს დასვენება უნდა ჩაიტარონ აცრა: „ვაქცინა – ესპანეთისკენ ღია კარიბჭეა“.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ბელგიაში ესპანეთიდან 110 კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა იყო გადაყვანილი. როგორც ირკვევა ყველა მათგანი ესპანეთში შვებულების დროს დაინფიცირდა, სავარაუდოდ ღამის კლუბებში გამართულ ღონისძიებებზე. ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ დასვენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები