ჰაიტი აშშ-ს ქვეყანაში ჯარის შემოყვანას სთხოვს
ჰაიტის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინფრასტრუქტურული ობიექტების, კერძოდ; ფოსტის, აეროპორტის და ნავთობ შემნახველი ობიექტების დასაცავად ქვეყანაში ჯარის შემოყვანას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The New York Times“ ჰაიტის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტის მოკვლის შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდეს“,- აღნიშნავს ჰაიტის ხელისუფლება.
მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკას პირობა მისცეს დაეხმარონ ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ ვითარების დასტაბილურებაში.