ტაჯიკეთში მიწისძვრა მოხდა – არიან დაღუპულები
ტაჯიკეთის ჩრდილოეთით 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 02:14 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ხუჯანდიდან 169 კილომეტრში იყო.