აშშ მოლდოვას Johnson & Johnson-ის ვაქცინის 500 ათას დოზას უგზავნის
შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მოლდოვას, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, Johnson & Johnson-ის ვაქცინის 500 ათასს დოზას გადასცემენ.
ეს იქნება პირველი პარტია, რომელიც ევროპაში გაიგზავნება იმ 80 მილიონი დოზიდან, რომელსაც აშშ მესამე ქვეყნებს დაჰპირდა.
”ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მოლდოვას მოსახლეობისთვის მიწოდება. ჩვენი ვაქცინებით ქვეყნები ყოველგვარი პირობების გარეშე მომარაგდება. ერთადერთი მიზნით ვაკეთებთ ამას – სიცოცხლეების გადასარჩენად”, – განაცხადეს თეთრ სახლში.