ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მავთულხლართების გავლება დაიწყო
ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე დღეს მავთულხლართების გავლება დაიწყო.
ამის შესახებ ქვეყნის არმიის მეთაურის პრესმდივანმა, რუტა მონტვილემ განაცხადა.
მისი თქმით, კედლის პირველი მავთულხლართიანი მონაკვეთი 500 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიმაღლისაა.
ლიეტუვაში ბოლო დროს ბელორუსის საზღვრის გავლით არალეგალური მიგრაციის ზრდაზე საუბრობენ. ქვეყანაში აცხადებენ, რომ პირველი ივნისიდან საზღვარზე ათასზე მეტი მიგრანტია დაკავებული.
დაკავებულები, ძირითადად, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასულები იყვნენ. 2 ივლისს ლიეტუვამ ეროვნული მასშტაბით ექსტრემალური ვითარების რეჟიმი გამოაცხადა.
ევროპულმა სააგენტო Frontex-მა ლიეტუვასა და ლატვიაში მესაზღვრეთა მისია გაგზავნა. მესაზღვრეთა მცირე მისია ასევე ესტონეთმა გაგზავნა.
შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ აღარ შეაჩერებს არალეგალ მიგრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში მათი მოხვედრის მცდელობისას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რადგან “მინსკს არც ფული აქვს და არც ძალა”.