ირაკლი ლატარია: ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, დაივიწყოს ივანიშვილის სიკეთე, ქველმოქმედება, მაგრამ არასოდეს დაავწყდება სააკაშვილის მიერ ათჯერ გახსნილი ერთი და იგივე პოლიკლინიკა
,,თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, გადადგებაო. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არ ახსოვდა ციხის ამბები, არადა ყველას გვახსოვს მისი ცნობილი გამონათქვამი ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენო”, – ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.
მისი თქმით, ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, დაივიწყოს ივანიშვილის სიკეთე, ქველმოქმედება, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება სააკაშვილის მიერ ათჯერ გახსნილი ერთი და იგივე პოლიკლინიკა.
„ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, ,,აუუ რამდენი ვართ” დაჰკივლოს იქ, სადაც სულ რაღაც 10 კაცი დგას. ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც არ ახსოვს ნაწამები ბიჭები, ქუჩაში მოკლული ახალგაზრდები, ჩამორთმეული ქონებები, სამაგიეროდ ახსოვს მიშას მიერ სხვისი ფულით წამოჭიმული შადრევანი.
ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, დაივიწყოს ივანიშვილის სიკეთე, ქველმოქმედება, მაგრამ არასოდეს დაავწყდება სააკაშვილის მიერ ათჯერ გახსნილი ერთი და იგივე პოლიკლინიკა.
ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, ახსოვდეს მიშას მიერ ნაჭერ -ნაჭერ დაგებული 20 მეტრი ასფალტი, მაგრამ არ ახსოვდეს ამ ასფალტზე ჩაცხრილული პატარა ბიჭები.
ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია გვესაუბროს მიშას მიერ შექმნილ პოლიციაზე, მაგრამ ავიწყდება ამავე პოლიციის მიერ ჩადებული წამალი, ,,შემთხვევით” ჩაცხრილული თიინ-ეიჯერები, პარტიის დაკრულზე მოცეკვავე პატრულის თანამშრომლები და ა.შ.
ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელსაც შეუძლია, თვალებში გიყუროს და მიშაზე ცრემლი მოადგეს, მაგრამ არასოდეს იტირებს იმ ოჯახებზე, რომლებიც მიშას დავალებით ქვეყნიდან გაიქცნენ.
მოკლედ, ეს ის თაკო ჩარკვიანია რომელსაც შეუძლია სრული ამნიზია დაიმართოს იქ, რაც მას აწყობს და, ამიტომ, როდესაც ადამიანს შეუძლია, დაივიწყოს წარსული, მისი ნაწინასწარმეტყველები მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომღვრელია.
და ბოლოს: ეს ის თაკო ჩარკვიანია, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა მანამ, სანამ თანამდებობაზე უარი ვერ მიიღო.
ეს არის სიმართლე, სხვა დანარჩენი კი – გემოვნების საკითხია,’’ – წერს ირაკლი ლატარია.