სომხეთში კარანტინს კიდევ 6 თვით ახანგრძლივებენ

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმს, სავარაუდოდ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებს.

როგორც რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელმა, ანაიტ ავანესიანმა განაცხადა, უწყებამ მთავრობას შესაბამისი პროექტი უკვე წარუდგინა და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღესვე იქნება მიღებული.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლირებადია, თუმცა, უწყება განიხილავს ახალი შეზღუდვების დაწესებისა და სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას, რადგან, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის 16 მარტიდან – 11 სექტემბრამდე მოქმედებდა.

ამის შემდეგ, ქვეყანაში კარანტინი დაწესდა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისამდე გრძელდება.

1-ელი ივლისიდან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის დახურულ ადგილებში პირბადეების ტარების ვალდებულება გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები