ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, კორონავირუსითან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ამის შესახებ იაპონიის სპორტის მინისტრმა, ტამაიო მარუკავამ განაცხადა.
გადაწყვეტილება უკავშირდება საგანგებო ვითარების გამოცხადებას ტოკიოში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე, რომელიც მანამდე მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
”ტოკიოს ობიექტებზე მაყურებელი არ იქნება. რაც შეეხება იმ რაიონებს, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, განვიხილავთ, როგორ მოგვარდება ვითარება იქ,” – დასძინა მან.
გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.
ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება თავდაპირველად 2020 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო შეჯიბრი გადაიდო და ჩატარდება წელს, 23 ივლისიდან – 8 აგვისტოს პერიოდში.
ამასთან, სახელწოდება “ტოკიო-2020” შენარჩუნებულია.