გია ვოლსკი: მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა.

მისივე თქმით, რაიმე პოლიტიკური ასპექტით თუ მოხდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიმართ მისი იმიჯისა და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა. რაიმე პოლიტიკური ასპექტით თუ მოხდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიმართ მისი იმიჯისა და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონდარღვევა იყო. აქციის ორგანიზატორებისა და თავდამსხმელების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ პოლიცია არ და ვერ ყოფილიყო ეფექტური. ღონისძიებები დაშალეს, შეთანხმებულ დროში არ დაიწყეს და მაშინ დაიწყეს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა სთხოვდნენ გარკვეული რეჟიმისა და დღის წესრიგის შეცვლას. მოსალოდნელი იყო, რომ სახელმწიფოს ასეთ პირობებში სერიოზული ზარალი მიადგებოდა. როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ გარკვეული, მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დონისა და ხასიათის წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები