“ინდურ შტამს” ბავშვებში აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, “ინდურ შტამს” ბავშვებში აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს.

“პირველად საქართველოში სამი მძიმე, ორ თვემდე ასაკის ბავშვი დაგვიფიქსირდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ ქვეყანაში.

ამის უკან დგას ქვეყანაში შეცვლილი ვირუსოლოგიური სურათი, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოხდა, როდესაც “დელტა” ვარიანტმა ჩაანაცვლა ე.წ. ბრიტანული ალფა ვარიანტი. ეს ვარიანტი უფრო მეტად ფიქსირდება ბავშვებში, გაცილებით მეტად აგრესიულად მიმდინარეობს, ეს არის პასუხი, რაც გვაქვს მსოფლიოში. ერთი მუტაცია, რომელმაც ჩაანაცვლა მეორე, “ინდური” მეტად აგრესიულია და უფრო მეტად სჭირდებათ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია და, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, მათში მდგომარეობის სიმძიმე განაპირობებს ორჯერ უფრო მეტ რისკს, მოხვდნენ ეს ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, – განაცხადა “დღის კურიერის” ეთერში ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები