ამირან გამყრელიძე: საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანმო-ს საშუალებით მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას და მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერას
“საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას და მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი ჩვენს ქვეყანას უწევენ, განსაკუთრებით კი – პანდემიის პერიოდში. დღევანდელი გადმოცემის აქტიც არის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას და ეგრეთ წოდებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერას. საინფორმაციო აიტი ხელსაწყოები და აქსესუარები, ცივი ჯაჭვისთვის აუცილებელი სამაცივრე დანადგარები, გადასატანი ცივი ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგისთვის საჭირო თერმომეტრები და კიდევ ბევრი სხვა ინვენტარია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და კიდევ მივიღებთ ჩვენი პრტნიორებისგან“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.