გუტერეში: კორონავირუსი ვაქცინებზე სწრაფად ვრცელდება

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელება უნდა შეაჩეროს, რომელიც სახიფათოა უფრო მომაკვდინებელი შტამების წარმოქმნით.

მისი თქმით, მსოფლიოში კიდევ ერთი სამწუხარო რეკორდი დამყარდა, ვირუსს უკვე ოთხი მილიონი ადამიანი შეეწირა.

“თუ ვირუსს ტყის ხანძრების მსგავსად გავრცელების შესაძლებლობას მივცემთ, საფრთხეში აღმოჩნდება კიდევ მილიონობით ადამიანი. რაც უფრო მეტად ვრცელდება ის, მით მეტი ახალი შტამი ჩნდება – ბევრად ინფექციური, კიდევ უფრო მომაკვდინებელი და არსებული ვაქცინები ნაკლებად ეფექტური ხდება”, – თქვა გუტერეშმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა “პლანეტის ყოველი მესამე ქვეყნის მოსახლეობის” რაოდენობას აღემატება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, 7 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 4 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი 4 000 269; ინფიცირების მაჩვენებელი კი 185 მილიონს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები