ივანე ჩხაიძე: საბედნიეროდ, დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს – იმუნიზაცია გადაგვარჩენს
იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ერთადერთი ეფექტიანი გზა, რომელმაც შეიძლება, პანდემია შეაჩეროს, ვაქცინაციაა.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.
„ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს პანდემიის შემაჩერებელი ეფექტური გზა – ეს არის მასობრივი იმუნიზაცია. მასობრივში ვგულისხმობ მინიმუმ მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაციას. ეს მიღწევადია, თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით. საბედნიეროდ, დღეისათვის ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მილიონი დოზა, რომელიც შემოსულია სავსებით საკმარისია მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისთვის. ჩვენ უახლოეს კვირებში ასევე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლას. ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. იმუნიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაცია გადაგვარჩენს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.