ლაშა გეგეჭკორი გახარიაზე: გაუთვლელი ოპერაციებით საფრთხის წინაშე დააყენა სამართალდამცავები და მათი რეპუტაციის დისკრედიტაცია მოახდინა

ფეისბუქ მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ გახარიამ არაერთხელ, გაუთვლელი ნაბიჯებით, საფრთხის წინაშე დააყენა სამართალდამცავები და მათი რეპუტაციის დისკრედიტაცია მოახდინა.

,,გიორგი გახარიამ პოლიციელებს, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, ბოდიში მოუხადა.
ამან: პანკისში სპეცრაზმი შეიყვანა და ფეხები დაუმტვრიეს ქვებით ადგილობრივებმა პოლიციელებს.
რამდენიმე სპეცავტომანქანა დაწვეს და იძულებული გახდა უკან გამოეყვანა.

ამან: კლუბ “ბასიანში” სპეცოპერაცია მოაწყო, ახალგაზრდები დააჟეჟინა და მერე, აქციაზე ბოდიში მოიხადა.
ამან: 20 ივნისს, სპეცრაზმი პარლამენტის ეზოს გარეთ დააყენა, რამდენიმე საათი პოლიცია მოიერიშეებს შეატოვა.

“შემოვლენ”- ეს იყო მისი პასუხი…

ამან: ამ გაუთვლელი ოპერაციებით საფრთხის წინაშე დააყენა სამართალდამცავები და მათი რეპუტაციის დისკრედიტაცია მოახდინა”, – წერს facebook გვერდზე ლაშა გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები