გებრეისუსი: კორონავირუსის ახალი შტამები ვაქცინებთან შეჯიბრში იმარჯვებენ

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეცნიერული გარღვევები აზრს მოკლებულია, თუ ქვეყნებს შორის წამლებისა და ვაქცინების განაწილება არათანაბარი იქნება.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

”ამჟამად, კორონავირუსის ახალი ვარიანტები ვაქცინებთან შეჯიბრში იმარჯვებენ პრეპარატების წარმოებისა და განაწილების უთანასწორობის გამო, რაც ასევე საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენას”, – თქვა მან.

მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ოფიციალურად გადააჭარბა ოთხ მილიონს, თუმცა, სინამდვილეში, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, მეტი იყოს.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ვაქცინაციაში, უკვე ხსნიან შეზღუდვებს ისე, თითქოს, პანდემია დასრულებულია.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სხვა ქვეყნებში აღინიშნება ინფექციის დონის ზრდა იმუნიზაციის “შოკისმომგვრელი” უთანასწორობისა და ახალი შტამების გავრცელების გამო.

გებრეისუსმა თქვა, რომ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ჟანგბადისა და წამლების მწვავე უკმარისობაა, რამაც გამოიწვია “სიკვდილის ტალღა” და მოუწოდა კაცობრიობას, გაერთიანდნენ და ერთად შეებრძოლონ პანდემიას.

გებრეისუსმა გამოაცხადა ჟანგბადისა და წამლების მწვავე უკმარისობა, რამაც გამოიწვია “სიკვდილის ტალღა” აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

მან ასევე გაიხსენა ჯანმო-ს მიზანი: სექტემბრისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაციის 10% -მდე მიღწევა – ამ წლის ბოლოსთვის 40%-ით და მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის – 70%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები