ვლადიმერ ბოჟაძე – გახარიაზე: კაცი, რომელიც კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო პრემიერმინისტრობიდან გაიქცა და ლამის მართლა ჩამოშალა სახელწიფო, დღეს ამ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს

”კაცი, რომელიც კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო პრემიერმინისტრობიდან გაიქცა და ლამის მართლა ჩამოშალა სახელწიფო, დღეს ამ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს“, – წერს ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
„გაგიგიჟებს ეს ხალხი, გახარია თავაწეული ამბობს, არაკომპეტენტურობა აჩვენა სახელმწიფომო, ვერ დაიცვა ხალხი და პოლიციაო… ის კაცი, რომელმაც პანკისში ხალხი და პოლიცია დააპირისპირა ერთმანეთს, სპეცრაზმი შეიყვანა და უბედურებას ძლივს გადავრჩით, კაცი, რომელიც ღამის კლუბებში შევარდა, სპეცრაზმს ახალგაზრდები აცემინა, თითქოს, ისე ვერ დააკავებდა ნარკოდამნაშავეებს, კაცი რომელმაც 20 ივნისს პოლიცია გავეშებულ მოძალადეებს 4 საათი შეატოვა და უამრავი ადამიანი დაშავდა, კაცი, რომელიც კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო პრემიერმინისტრობიდან გაიქცა და ლამის მართლა ჩამოშალა სახელწიფო, დღეს ამ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს“, – წერს ექსპერტი Facebook-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები