მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს, დღეს თურმე ძალადობას გმობს, ეს არის ძალიან ირონიული

“ნიკა მელია, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს, დღეს თურმე ძალადობას გმობს, ეს არის ძალიან ირონიული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიასგან მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია.

,,ნიკა მელია, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს, სადაც პოლიციელებს აყენებდა უმძიმეს ფიზიკურ შეურაცხყოფას და დღეს ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის ძალიან ირონიული. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ნიკა მელია თურმე ძალადობას გმობს და გული უწუხს იმის გულისთვის, როგორ დაგმო თუ არ დაგმო ვიღაცამ ძალადობა. მისგან ეს კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. რეალურად, არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც მართლა ფიქრობს, რომ ძალადობა მიუღებელია და ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის ჩვენც, რომ პრევენცია მოხდეს მსგავსი ქმედებების,”- განაცხადა მდინარაძემ.

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. დღევანდელი ხელისუფლება, მის მიერ მართული ჯგუფების ხელითა და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს,”- დაწერა დღეს ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები