კახა კალაძე: გულითადად ვულოცავ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას, ამ ადამიანებმა საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ასახელეს

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
“გულითადად ვულოცავ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას! ამ ადამიანებმა საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ასახელეს და დაადასტურეს, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შრომით, რწმენითა და მონდომებით წარმატების მიღწევა შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შეზღუდული მხოლოდ ის გარემოა, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ და ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მივცეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ძლიერ ქალებს, რომლებიც ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ და ყველა კიდევ ერთხელ გაგვახარეს”,- წერს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები