გებრეისუსი: პანდემიის ძალიან საშიში ეტაპი დადგა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ძალიან საშიში ეტაპი დადგა.

მისივე თქმით, ამჟამად, სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ვირუსთან ბრძოლის ინსტრუმენტრები, პირველ ყოვლისა, ვაქცინები, ასუსტებენ შეზღუდვებს.

“იმავდროულად, ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ეფექტურ საშუალებებთან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ტალღებს აწყდებიან. აღნიშნული კი ვირუსის ახალი შტამებით მძაფრდება”, – თქვა მან.

გებრეისუსის განცხადებით, ასეთ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ტესტების, ვაქცინების, მედიკამენტებისა და დამცავი აღჭურვილობის სამართლიანი განაწილებაა.

”ეს არ არის რაკეტმშენებლობა ან ქველმოქმედება. ეს არის გონივრული საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებს პასუხობს”, – დასძინა მან.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ უკეთესობისკენ ცვლილებების იმედი არსებობს COVAX-ით ვაქცინების განაწილების გზით და ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ამ მიმართულებით ძალისხმევა გააძლიერონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები