კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული მუხის, წიფლის, იფნისა და რცხილას სახეობის, ჯამში – 15 მ³ ხე-ტყის, ასევე 53 ცალი აკაციის სახეობის II ხარისხის მერქნის ტრანსპორტირებას.

ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს საჭაპნე ტრანსპორტის გამოყენებით გადაჰქონდათ გლედიჩიის, რცხილას, იფნისა და ნეკერჩხლის სახეობის, ჯამში – 2.6 მ³ საშეშე მერქანი და II ხარისხის ხე-ტყე, რომელიც მათ შპს “ფაუნას” ტერიტორიაზე და სოფელ გომბორის მიმდებარედ უკანონოდ მოიპოვეს.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები