ინდოეთში თაღლითებს ადამიანები შეცდომაში შეჰყავდათ და, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სახით, ინიექციას მარილიანი წყლით უკეთებდნენ.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
როგორც მუმბაის პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, თაღლითებმა, ჯამურად, ფასიანი “ვაქცინაციის” 12 აქცია ჩაატარეს.
ინიექცია გაუკეთეს 25 ათასამდე ადამიანს და, ჯამურად, თეთრხალათიანმა “ექიმებმა” 28 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითობის ორგანიზატორები მედიცინის მუშაკები იყვნენ, რომლებიც, სამუშაო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, საავადმყოფოებში ყალბ სერტიფიკატებს ამზადებდნენ.
საქმეში ეჭვმიტანილი 14 პირია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.