სანდრო უსტიაშვილი: ჟურნალისტის კამერითა და მიკროფონით შეიარაღებულ, ,,ლგბტ-ბროშკებით” მორთულ და პროვოკატორ იდეოლოგიურ ზონდერებს სერიოზული ადამიანი ნამდვილად არ აღიქვამს ჟურნალისტად
მთელი დღის განმავლობაში მედიასა თუ სოციალურ ქსელში გაფუჭებული პატეფონივით ტრიალებდა ფრაზა: „კარვების აყრა, ჟურნალისტების გალახვა, ლგბტ-შნიკებისთვის მარშის გამართვის უფლების არმიცემა ძალადობაა, ხოლო დემოკრატიის პირობებში ძალადობა დაუშვებელია!“ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია, რომლითაც ბოლო 30 წელია, ახრჩობენ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ჟურნალისტი სანდრო უსტიაშვილი წერს.
მისი თქმით, “ის ამორალური მოვლენები, რასაც ლგბტ-იდეოლოგია ამკვიდრებს დასავლეთის მიერ დამონებულ ქვეყნებში, მიუღებელია არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებისთვის”.
,,2021 წლის 5 ივლისი – საქართველოს დიდი გამარჯვების დღე (ანალიტიკური რეპორტაჟი)
ძალზე დაძაბული, მღელვარე და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა დღევანდელი დღე. ეჭვი არაა, მასზე კიდევ კარგა ხანს ისაუბრებენ როგორც საქართველოს ერთგული შვილები, ისე ამ მრავალტანჯული ქვეყნის გადაგვარების მოსურნეები და მათი ზონდერ-ჯგუფები. ბევრი ითქმება, თუმცა ამთავითვე შეიძლება უმთავრესი სათქმელის კონტურების გამოკვეთა: საქართველოს და მართლმადიდებლობის დამცველთა აქციაზე სიტყვაში გამომსვლელები სულ უფრო ხშირად ავლებდნენ პარალელებს 5 ივლისსა და 1989 წლის 9 აპრილს შორის…
ვინ და როგორც არ უნდა შეალამაზოს საბჭოთა პერიოდის ცხოვრება, ფაქტია, რომ კრემლისთვის საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული ერთ-ერთი კოლონია იყო. მაშინდელი საპროტესტო მოძრაობის სულის ჩამდგმელებმა (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია და სხვები) ეროვნული ღირსებისა და თავმოყვარეობის განცდა გააღვიძეს. 9 აპრილი იქცა კრემლისადმი პოლიტიკურ გზავნილად – ქართველ ერს აღარ სურდა რუსეთის კოლონიად დარჩენა. რაც შეეხება დღევანდელ საპროტესტო მოვლენებს, ესეც, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური გზავნილია, ოღონდ აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით – საქართველო თავისუფალი, თვითმყოფადი, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე, თავისი ტრადიციებისა და ადათ-წესების ერთგული, ეროვნული ღირსების მქონე სახელმწიფოა და არავის კოლონიად აღარ იქცევა!!!
მთელი დღის განმავლობაში მედიასა თუ სოციალურ ქსელში გაფუჭებული პატეფონივით ტრიალებდა ფრაზა: „კარვების აყრა, ჟურნალისტების გალახვა, ლგბტ-შნიკებისთვის მარშის გამართვის უფლების არმიცემა ძალადობაა, ხოლო დემოკრატიის პირობებში ძალადობა დაუშვებელია!“ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია, რომლითაც ბოლო 30 წელია, ახრჩობენ საქართველოს მოსახლეობას!!!!
მინდა, ასეთი შეკითხვა დავუსვა დემოკრატიის მქადაგებელ, დასავლეთის წამყვან ქვეყნებს:
– დავუშვათ, რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შეიჭრა მტერი. რას გააკეთებდნენ ისინი – ია-ვარდს და შაქარყინულს ესროდნენ, თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ? ბუნებრივია, პასუხი ცალსახაა: წინააღმდეგობას გაუწევდნენ…
დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ის ამორალური მოვლენები, რასაც ლგბტ-იდეოლოგია ამკვიდრებს დასავლეთის მიერ დამონებულ ქვეყნებში, მიუღებელია არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებისთვის. არადა, ეს არის ტოტალიტარული, უაღრესად საშიში და მიუღებელი იდეოლოგია, რომლის საქართველოში გაბატონებას დასავლელი მასონები ზოგი ოპოზიციური პარტიის, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის, ზოგი მედია-საშუალების, ზოგიერთი ექსპერტის მეშვეობით ცდილობენ. ეს მასა ადამიანებისა წარმაოდგენენ საქართველოს დაუძინებელი მტრების მოკავშირეებს და შესაბამისად – ქვეყნის მოღალატეებს და მტრებს!!!
ამდენი წლის და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა უყურებს ადგილობრივი მტრების იდეოლოგიურ შემოტევებს. ჟურნალისტის კამერითა და მიკროფონით შეიარაღებულ, ლგბტ-ბროშკებით მორთულ და პროვოკატორ იდეოლოგიურ ზონდერებს სერიოზული ადამიანი ნამდვილად არ აღიქვამს ისეთი უაღრესად საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლად, როგორიცაა ჟურნალისტიკა. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!
დღეს ასევე მოხდა ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მსგავსი ამბები ხშირი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: მთავრობის მეთური, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენი დედაეკლესია, ასევე სხვა რელიგიური კონფესიები და ქვეყნის ერთგული მოსახლეობა მყარად იდგნენ ერთსა და იმავე პოზიციაზე – ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ტრადიციებს და ადათ-წესებს. ამან მთლად გადაიყვანა ჭკუიდან ისედაც გადარეული ადგილობრივი ზონდერ-ჯგუფები.
სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში საზეიმო და სადღესასწაულო განწყობა სუფევდა საქართველოს ერთგულ შვილთა აქციაზე. პატრიოტულად განმსჭვალული გამოსვლები, ლექსები და სიმღერები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მანამდე კი, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს მიმართვამ ქაშუეთის ეკლესიის წინ შეკრებილი საზოგადოება დიდი რწმენით, შინაგანი ძალით და ოპტიმიზმით აღავსო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დიდი სიყვარულით და სითბოთი სავსე ურთიერთობა, რაც აქციის მონაწილეებს შორის სუფევდა. ეს ჰარმონია ცოტა ხნით დაარღვია მდედრობითი სქესის ორი პროვოკატორის უეცარმა აგრესიულმა გააქტიურებამ და ჭრელი დროშების აფრიალების მცდელობამ. აქციის მონაწილეებმა და პოლიციის თანამშრომლებმა ისინი მშვიდობიანად გაიყვანეს. სხვათა შორის, აქციაზე საკმაოდ ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებიც მოზომილად და კანონის სრული დაცვით იქცეოდნენ.
საზეიმო მაშხალების გასროლას ლგბტ-დროშის ზედ პარლამენტის შენობის წინ დაწვა მოჰყვა. ესეც მიანიშნებდა, რომ საქართველოს ერთგულმა შვილებმა დღეს 100:0 დაამარცხეს ჩვენი ქვეყნის აშკარა მტრები. ეს ყოველივე იყო ნათელი პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველო არასდროს დაუშვებს სქეს და მორალგამრუდებული ადამიანების აღლუმ-პრაიდებს.
აქციაზე გვიანობამდე დავრჩი. წამოსვლისას შევნიშნე, დედაქალაქის მერიის თანამშრომლები როგორ უხმაუროდ უდებდნენ ანგრეული კარვების ნაწილებს სატვირთო მანქანაზე.
ზოგადად, დროშა, როგორც უდიდესი სიმბოლო, ჩემი სისუსტეა. ძალიან მომეწონა ერთი დროშა, რომელზეც საქართველოა გამოსახული. იგი ერთ ახალგაზრდა კაცს ეკავა ხელთ. როგორც გავარკვიე, მის მიერვე იყო დამზადებული. ვთხოვე და სიამოვნებით დამთანხმდა, ამ ლამაზ და საკმაოდ შინაარსიან დროშასთან ერთად ფოტო გადამეღო…
და ბოლოს:
დღეს, 2021 წლის 5 ივლისს, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც, ისევ ჩვენი – საქართველოს ერთგულ შვილთა ერთიანობით, შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება,”- წერს სანდრო უსტიაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.