“ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო, დაახლოებით, 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა”
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, სოფო გორგოძის განცხადებით, დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ.
მისივე თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო, დაახლოებით, 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
„დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად, დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო, დაახლოებით, 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.