მეუფე იაკობი: ძალიან გვიან გადაწყვიტეს, მაგრამ კარგია, 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა

“ძალიან გვიან გადაწყვიტეს, მაგრამ კარგია, 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, გონიერებას მოუხმონ და ქვეყანა ასეთ დაძაბულ ზღვარზე ნუ მიჰყავთ.

„ძალიან გვიან გადაწყვიტეს, მაგრამ კარგია, რომ გადაწყვიტეს. ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს მაგ ხალხთან. 17:00 საათზე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ლოცვა. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, გონიერებას მოუხმონ და ასეთ დაძაბულ ზღვარზე ნუ მიჰყავთ ქვეყანა. იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ ბევრი შიმშილობს, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. ამ ხალხთან ისინი სად გამოვლენ. 15-მა პარტიამ რომ მოაწერა ხელი განცხადებას, რომლებიც საპარლამენტოები არიან, მათ გადაინაწილონ პასუხისმგებლობა. ქართველ ხალხზე და საქართველოზე მოძალადები არიან ეგენი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“ღირსების მარში” დღეს აღარ გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები