დაჩი გრძელიშვილი: ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას

“ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას… ასეთი შემართებით ტყეები და სკვერები რომ იწმინდებოდეს ნაგვისგან, ხეები ირგვებოდეს… ოკუპაციას რომ ასეთი შემართებით აპროტესტებდეს, წიგნების კითხვას რომ ქადაგებდეს ასე თავდადებით,” – წერს დაჩი გრძელიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ,,თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი. ადგილზე ვითარება დაძაბულია, აქციის მონაწილეებმა დაშალეს კარვები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები