ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები სააკაშვილის მეთაურობით
“დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანაა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, მოსახლეობას სურს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.