ნინო გიორგობიანი: ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია!

ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობის შედეგად ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს.

მისი თქმით, ივლისიდან „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდება დაიწყება, ხოლო წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.

“ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობის შედეგად ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია!

ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება!

პრემიერ-მინისტრის „ფაიზერის“ პრეზიდენტთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ივლისიდან მილიონი დოზის მოწოდება დაიწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი.

წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს”, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები