ნინო ლომჯარია: პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო

„აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ. ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ, ამ შემთხვევაში, პოლიციამ უზრუნველყო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ​შესახებ საუბრისას.

„დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები მეტად მომეტებულია. ვიმედოვნებ, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„თბილისი პრაიდის“ ხმაურიანი კვირეული გუშინ 2019 წლის მოვლენებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა. დახურულ ღონისძიებას მესამე სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ჩვენების შემდეგ, ტერიტორია პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური კორიდორის საშუალებით დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები