ანრი ოხანაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან, ეს შეფასდება, როგორც დოკუმენტის დარღვევა

“იმ შემთხვევაში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ჯგუფები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან, ეს შეფასდება, როგორც დოკუმენტის დარღვევა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეაგირება.

,,იმ შემთხვევაში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ჯგუფები ამ პროცესში არ ჩაერთვებიან, ეს შეფასდება როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც უკვე დაარღვიეს, ხოლო ვისაც აქამდე დოკუმენტი არ დაურღვევია, თუ ამ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. ამაზე უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეაგირება. ეს იქნება ძალიან სამწუხარო. რაც  უნდა მცდელობა ჰქონდეთ პროცესის დისკრედიტაციის, ეს პროცესს ვერ დააზიანებს. „ქართული ოცნება“ სარგებლობს ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს. ამასთან, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრის წარმომადგენლები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები