ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის” ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა

აშშ-ის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის” ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი.
„აშშ-ის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის” ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები