ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი” და „სინოვაკი”

მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი” და „სინოვაკი”, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს მზადყოფნა, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყოს.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი” და „სინოვაკი”, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. აქვე მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც სინოფარმის და სინოვაკის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები და შემოვიდა მილიონი დოზა. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმი და ნახევარი მილიონი დოა სინოვაკი. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები