კახა კუჭავა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ამ პროცესში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აგრძელებს მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ნატოს მისიებში შეაქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებულ არჩევნებსა და საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებს.
კახა კუჭავამ ჯეიმს აპატურაის საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები