“სწორი გეზით მივდივართ, რეფორმები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, საქართველოს ნატო-სთან დააახლოებს”, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს.
„ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სვლა ნატო-ს წევრობასთან დასაახლოებლად. შევთანხმდით, რომ მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამიტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ეს პროგრესი აღიარებულია.
საქართველოში ვნახეთ პოლარიზაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა შეძლო მიეღო საჭირო ცვლილებები, რათა ხელახლა დაიწყოს ფუნქციონირება, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში და აშშ-ის მთავრობა ამ კუთხით ძალიან აქტიურია. სწორი გეზით მივდივართ და ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს. რეფორმები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ასევე დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან“, – განაცხადა აპატურაიმ.