ჯეიმს აპატურაი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს სამი დღით ეწვია. როგორც ცნობილია, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია.