კახა კუჭავა: აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ამ ქვეყანაში, რა საკითხზეც სურს, საკᲣთარი უფლება გამოხატოს

“აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა, თავისი უფლება გამოხატოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს.

„ვერასოდეს იქნება მოწონებული ძალადობა, ძალადობის წახალისება ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს არიდებული ყველა სახის ძალადობა.

ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებასა და ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი, ვინც შეიძლება, ამის მომხრე იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები