სომხეთში ვაქცინირებულებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

სომხეთში დღეიდან დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის იმ მოქალაქეებისთვის ,რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

პირველი ივნისიდან ამ ადამიანებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იყო ღია სივრცეებში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აცრილად მიიჩნევიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული, დარეგისტრირებულნი არიან Armed E-Health-ში და გააჩნიათ QR-კოდი.

პანდემიის დაწყებიდან სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 225 095 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 4 514 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში 11 ივლისიდან კარანტინი მოქმედებს.

ამ ეტაპზე, რესპუბლიკაში 80 ათასამდე აცრაა გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები