“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.
ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეო-ებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეო-სა და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა”, – წერს კობახიძე.