მამუკა მდინარაძე – თამარ ჟვანიაზე: კარგი იქნებოდა, ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო
“კარგი იქნებოდა, ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ჟვანიასა და ცესკო-ს სიმართლე დადასტურებულია.
„კარგი იქნებოდა, ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო, იმ ოპოზიციისგან, რომლებმაც თვეების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყუილი დააბრალეს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკო-სი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება, მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკო-ს სიმართლეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.