იაგო ხვიჩია: თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა მოსალოდნელი იყო
“გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსალოდნელი იყო.
„წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო. თამარ ჟვანიას ხელში რომელი არჩევნებიც უნდა ჩატარებულიყო, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომები არ გაითვალისწინა და ა.შ. მოსალოდნელი იყო, რომ თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა მისი, როგორც ცუდად ჩატარებული არჩევნების სიმბოლოს, იქ ყოფნა. მისგან ამ ნაბიჯს ველოდით და, აქედან გამომდინარე, მის მოხსნას არ ვითხოვდით, როგორც სხვა, ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.