ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდსტატისტიკის ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე, ასევე, ყველა იმ ღონისძიების ეფექტიანობაზე, რომელთა დაცვისკენაც საზოგადოებას მოვუწოდებთ

“კოვიდსტატისტიკის ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე, ასევე, ყველა იმ ღონისძიების ეფექტიანობაზე, რომელთა დაცვისკენაც საზოგადოებას მოვუწოდებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ეპიდსიტუაციაზე ორკვირიანი დაკვირვება.

„კოვიდსტატისტიკის ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე, ასევე, ყველა იმ ღონისძიების ეფექტიანობაზე, რომელთა დაცვისკენაც საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ სოციალური ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად შეზღუდული ან გამართული მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რაზეც შრომის ინსპექცია მიუთითებს. დღევანდელი რიცხვი, რომელიც საკმაოდ მაღალია, არაა გადამწყვეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ამ ზრდაზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში, რაც უკვე მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და ამაზე კომენტარის გაკეთება იქნება უფრო მკაფიო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები