თაკო ჩარკვიანი: მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი, ხმა წინააღმდეგ მივეცი, რადგან ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან

“როდესაც ვხედავ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი პუნქტები არ არის გათვალისწინებული და ირღვევა, მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი”, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რადგან ვენეციის კომისიასთან ცდომილებაა.

„წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ძალიან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან. არ მინდა, რომ პრეცედენტი დავუშვათ, შარლ მიშელის დოკუმენტში ის კი არ წერია, რომ ნაწილი შეასრულეთ და ნაწილი არა. დოკუმენტში წერია, რომ ის, რაც იქ არის, უნდა შესრულდეს. რეფორმები, მთელი პუნქტებია, რომელიც აცდენილია. არ მიყვარს დოკუმენტის ასე რყევა. თუ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი ამ რეფორმებით მისაღებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია იყო შალვა ნათელაშვილისადმი, ასევე ცესკო-ში წარმომადგენლები და 40%-იანი ბარიერი. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ვინ ვართ, რომ პოლიტიკოსები კომპრომისზე წავიდეთ. რა უფლება გვაქვს ჩვენ, სამომავლოდ ქვეყნის განვითარებისთვის ძლივს შექმნილი დოკუმენტი, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ და ძლივს მოვიპოვეთ, იქაც ახლა კომპრომისებზე მივდიოდეთ, ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ ამ დოკუმენტისთვის რატომ ვიბრძოლეთ. პირდაპირ კამათი, ორთქლის გამოშვება ყოფილიყო დარბაზში, ეგ იქნებოდა და ეგ. რატომ წავიდეთ ასეთ კომპრომისზე და ბოლომდე რატომ არ ვიბრძოლოთ. საწინააღმდეგო პოზიცია რატომ არ გამოვხატო, როდესაც ვხედავ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი პუნქტები არ არის გათვალისწინებული და ირღვევა. მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი. ასევე, მომეწონა ვინც თავი შეიკავა“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანი.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები