საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის დამსაქმებელი გადმოსვენებაზე უარს ამბობს და ცხედრის კრემაციას აპირებს

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მანანა ხეთაგურის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მანანა ხეთაგური ათენში გარდაიცვალა, თუმცა, ოჯახი, რომელშიც ის მუშაობდა, მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და განმარტავენ, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მოხდეს.

ქალის ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, კრემაციას ეწინააღმდეგება და სახელმწიფოს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

“თუ შეგიძლიათ, დამეხმაროთ, რომ მიცვალებული არ დაწვან და გადმოვასვენოთ, არავინ გვეხმარება, ვრეკავთ მთელი დღე და ტელეფონს არ პასუხობენ”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი, ხათუნა ხეთაგური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები